WInvest - სახალხო ინვესტირების პლატფორმა

ბიზნესს სჭირდება იდეა, ფული, მიწა, კავშირები და ა.შ. რესურსები. მათი ერთადერთი წყარო ბანკის სესხი დარჩა - მაღალი პროცენტით, დასაბრუნებელი, რთულად მოსაპოვებელი, ამიტომაც საქმიანი ადამიანი რესურსების მუდმივ "შიმშილს" განიცდის. ამ პირობებში ვერც არსებული ბიზნესი იზრდება და ვერც ახალი იქმნება.

კარგი პარტნიორი რესურსების დეფიციტის აღმოფხვრის ჭკვიანური ალტერნატივაა. WInvest დაგეხმარებათ იპოვოთ თქვენთან თავსებადი პარტნიორები და მათთან რესურსების გაერთიანებით შეძლებთ გააკეთოთ საქმე, რომელსაც მანამდე დამოუკიდებლად ვერ გააკეთებდით.

განაცხადების მიღების დასრულებამდე დარჩა

ვისთვის არის WInvest?

ანტრეპრენერი ხარ?

1. ანტრეპრენერებისთვის

ეს არის შანსი, გააკეთოთ საქმე, რომლის დამოუკიდებლად გაკეთება აქამდე ვერ შეძელით. სასურველია გქონდეთ 5,000-10,000,000 ₾ საინვესტიციო ღირებულების თემა, და გარკვეული კაპიტალი. თუ იდეა არ გაქვთ არა უშავს, სხვებთან ითანამშრომლებთ.

ინვესტორი ხარ?

2. ინვესტორებისთვის

ეს არის სივრცე, სადაც პოულობთ თქვენს ინტერესებთან თავსებად, მომგებიან საინვესტიციო შესაძლებლობებს. მზად უნდა იყოთ განახორციელოთ ინვესტიცია 5,000-10,000,000 ₾ საინვესტიციო ღირებულების პროექტებში.

WInvest აკავშირებს თანამოაზრე საქმიან ადამიანებს, რომლებიც მზად არიან რესურსების გაერთიანებით შექმნან მომგებიანი პარტნიორობა. თემა შეიძლება იყოს ნებისმიერი, დაწყებული მცირე საკონდიტრო საწარმოდან, დამთავრებული დიდი სასტუმრო კომპლექსით.

შეავსეთ განაცხადი ახლავე

როგორ მუშაობს WInvest?

1

ავსებთ განაცხადს უფასოდ და იღებთ შეთავაზებებს. შეთავაზებების ნახვის შემდეგ, გადაწყვეტთ, ღირს თუ არა კონტაქტების შესყიდვა.

2

თავად წყვეტთ ვისთან გაქვთ შეთანხმების საუკეთესო შანსი და მხოლოდ ამის შემდეგ ყიდულობთ საკონტაქტო მონაცემებს.

3

უკავშირდებით თქვენს არჩეულ პარტნიორებს. იწყებთ მოლაპარაკებას მომგებიანი პარტნიორობის განხორციელებისათვის.

განრიგი

რეგისტრაციის დასაწყისი 2 დეკემბერი, 10:00
დამფუძნებლის ვებინარი 9 დეკემბერი, 15:00
რეგისტრაციის დასასრული 12 დეკემბერი, 18:00
შეთავაზებების AI ანალიზი 13-14 დეკემბერი
შეთავაზებების დაგზავნა 15 დეკემბერი
დახურული ვებინარი მონაწილეთათვის 16 დეკემბერი
კონტაქტების შესყიდვა 16-17-18 დეკემბერი
კონტაქტების დაგზავნა 19 დეკემბერი
პარტნიორებს შორის კომუნიკაციის დასაწყისი 19 დეკემბრიდან
შეავსეთ განაცხადი ახლავე

WInvest სერვისები

აირჩიეთ თქვენზე მორგებული პაკეტი. შეგახსენეთ, პოტენციური პარტნიორების საკონტაქტო მონაცემების (სახელი/გვარი, ტელეფონი, ელ. ფოსტა) შეძენით თქვენ ზოგავთ 1) მოძიების უზარმაზარ ფულად ხარჯს, 2) 6-18 თვე დროს, და 3) ენერგიას.

Basic პაკეტი

შეამოწმეთ სისტემა

  • თავსებადი შეთავაზებები სრულად
  • VIP შეთავაზებები სრულად
  • 3 პარტნიორის/ინვესტორის საკონტაქტო მონაცემები (თქვენი არჩევით)
* 25 ₾

250 ₾-ის ნაცვლად

შეუკვეთე

Business პაკეტი

წარმატების 3X შანსი

  • თავსებადი შეთავაზებები სრულად
  • VIP შეთავაზებები სრულად
  • 6 პარტნიორის/ინვესტორის საკონტაქტო მონაცემები (თქვენი არჩევით)
* 50 ₾

500 ₾-ის ნაცვლად

შეუკვეთე

Premium პაკეტი

პერსონალური მოძიება

  • ადაპტირებული მოძიება თქვენი სპეციფიკური კრიტერიუმებით
  • კონტაქტების რაოდენობა მიზნიდან გამომდინარე
  • 30 წთ. video კონსულტაცია და სპეციალური მხარდაჭერა
2,000+ ₾

სტანდარტული ფასი

შეუკვეთე

* Basic და Business პაკეტების მოქმედი ფასები (25 ₾ / 50 ₾) მხოლოდ ამ რაუნდშია მინიმალური. მონაწილეთა რაოდენობა ყოველ მომდევნო რაუნდში გაიზრდება, რაც ნიშნავს მეტ თავსებად პარტნიორს და შესაბამისად, პლატფორმის გაზრდილ ღირებულებას, რის გამოც ფასებიც მკვეთრად გაიზრდება.

შედეგის გარანტია: თუ შესყიდული საკონტაქტო მონაცემების მიღებიდან 48 საათის განმავლობაში ტელეფონით ან ელფოსტით ვერ დაუკავშირდით არჩეულ პარტნიორს (ტექნიკური მიუწვდომლობის გამო), გვაცნობეთ. ჩვენ დაუყოვნებლივ მოგაწვდით ალტერნატიულ საკონტაქტო მონაცემს (უფასოდ).

შეავსეთ განაცხადი ახლავე

მოიწვიეთ 3 ადამიანი და გახდით VIP

თუ მინიმუმ 3 ახალი რეგისტრირებული მომხმარებელი (რეფერალი) თქვენს სახელსა და გვარს მიუთითებს რეკომენდატორად თავის განაცხადის ფორმაში, თქვენ მოგენიჭებათ VIP სტატუსი და მიიღებთ განსაკუთრებულ ბონუსებს:

არანაკლებ 3 რეფერალის შემთხვევაში მიიღებთ (ორივე):

⭐ თქვენი და მოწვეული მეგობრების შეთავაზებები შევა VIP შეთავაზებების ნაკრებში.
VIP შეთავაზებათა ნაკრებს მიიღებს ყველა რეგისტრირებული პარტნიორი/ინვესტორი.
⭐ მნიშვნელოვნად გაიზრდება შანსი, რომ დაგიკავშირდნენ და დაიწყოთ პარტნიორობა.

არანაკლებ 5 რეფერალის შემთხვევაში დამატებით თქვენ მიიღებთ:

⭐ თქვენი სახელის გასწვრივ ყველგან გამოჩნდება VIP პიქტოგრამა (მეტი რეპუტაცია).
⭐ თქვენი შეთავაზება მოექცევა VIP შეთავაზებების მოწინავე პოზიციებზე (მეტი ხილვადობა).

არანაკლებ 10 რეფერალის შემთხვევაში დამატებით თქვენ მიიღებთ:

⭐ კონტაქტების გაორმაგებულ რაოდენობას Basic და Business ფასიან პაკეტებზე.
⭐ კომუნიკაცია დამფუძნებელთან, თქვენი საჭიროების საფუძვლიანი შესწავლა და თავსებად ინვესტორებთან პირდაპირ დაკავშირების შესაძლებლობა.

VIP პაკეტი მხოლოდ რეფერალების შეთავაზებებით დაკომპლექტდება, რაც 10X ზრდის თქვენს შანსს იპოვოთ პარტნიორი. ამიტომაც, გაუზიარეთ WInvest მეგობრებს, კოლეგებს, ანტრეპრენერებს და ინვესტორებს - ყველას, ვისაც ბიზნეს პარტნიორი სჭირდება და თხოვეთ, რომ რეგისტრაციისას მიუთითონ თქვენი სახელი და გვარი რეკომენდატორად.

შეავსეთ განაცხადი ახლავე
დამფუძნებელი - ტარიელ ზივზივაძე

მოგესალმებით პატივცემულო მეგობრებო,

მე ტარიელ ზივზივაძე ვარ. უკვე 25+ წელია ჩემს პარტნიორებს ყოველწლიურად $100,000,000+ კაპიტალის მოზიდვაში ვეხმარები და ამიტომაც სრულყოფილად მესმის ის "შიმშილი", რასაც საქმიანი ადამიანი განიცდის რესურსების დეფიციტის დროს.

როდესაც ერთადერთი ალტერნატივა ბანკის სესხია, "სწორი" პარტნიორის მოძიება ნამდვილად არის კარგი გამოსავალი, მაგრამ აქაც თავის მხრივ სამი ხარჯია: 1) ფინანსური: კონტაქტების დამყარება, მოგზაურობა, პრეზენტაციების მომზადება - ეს დიდი ხარჯია; 2) დრო: ძებნის პროცესი ჩვეულებრივ 6-18 თვე გრძელდება, და 3) ემოციური, ძალისხმევის ხარჯი. საქართველოში პარტნიორის/ინვესტორის მოძიება ურთულესია, თუმცა მარტივი გზა უკვე გამოიკვეთა.

WInvest უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ სახალხო ინვესტირების პლატფორმა. ეს არის საქმიანი ადამიანების შეხვედრის სივრცე, სადაც შეგიძლიათ იპოვოთ: 1) 100% თავსებადი პარტნიორები/ინვესტორები, რომლებიც მზად არიან ერთად, პარტნიორობით, რესურსების გაერთიანებით გააკეთონ მომგებიანი საქმე; 2) 0% რისკით - თქვენ უფასოდ ავსებთ განაცხადს და უფასოდ იღებთ შეთავაზებებს. თავად წყვეტთ ვისთან გაქვთ შეთანხმების ყველაზე მაღალი შანსი, და 3) 100% გამჭვირვალობით - ფულს იხდით მხოლოდ მას შემდეგ, რაც ნახავთ, რომ შეთავაზება თქვენთვის შეიძლება სასარგებლო იყოს.

WInvest-ის დახმარებით თქვენ გეძლევათ შანსი იპოვოთ თანამოაზრე. მასთან რესურსების გაერთიანებით კი შეძლებთ იმ საქმის გაკეთებას, რომელსაც ცალ-ცალკე ვერცერთი გააკეთებდით. კოტეჯის დადგმა გნებავთ? სასტუმრო კომპლექსის აშენება? წარმოების გახსნა/გაფართოვება? გლობალურ ბაზარზე გათვლილი აპლიკაციის შექმნა? საწყობის აშენება? ფიტნეს დარბაზის გახსნა? სახელოსნო მომსახურების ბიზნესის გაფართოვება? გასაქირავებელი სივრცის აშენება? კაკლის ბაღის გაშენება? ონლაინ მარკეტის შექმნა? მეცხოველეობის ფერმის განვითარება? სამედიცინო კლინიკის დაფუძნება? ღვინის მარნის გაკეთება? საქმიან ადამიანს ყოველთვის რაღაც აქვს გეგმაში. წარმოება, მომსახურება, ვაჭრობა - ყველაფრისთვის შეგიძლიათ აქ პარტნიორის/ინვესტორის პოვნა.

WInvest სტარტაპია და ოპერირებას იწყებს ონლაინ პლატფორმის სახით. შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია დახურული Networking შეხვედრების ორგანიზება, ტრენინგები, გარიგების ფასილიტაციის პროგრამები და პირველი შედეგების მიღწევისთანავე გასვლა გლობალურ ბაზარზე.

პატივისცემით,

ტარიელ ზივზივაძე

📢 Live ვებინარი (ანონსი)

თარიღი და დრო: 9 დეკემბერი, 15:00

ხანგრძლივობა: 30 წუთი

წამყვანი: დამფუძნებელი - ტარიელ ზივზივაძე

თემა: როგორ ვიპოვოთ პარტნიორი/ინვესტორი 2026 წელს WInvest-ის მეშვეობით - პრაქტიკული რჩევები.

როგორ მივიღოთ მონაწილეობა?
ვებინარზე დასწრება მხოლოდ რეგისტრირებული მომხმარებლებისთვისაა შესაძლებელი.
ვებინარისთვის გამოყენებული იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი ინსტრუმენტი. შეხსენებას მიიღებთ ელ.ფოსტით და SMS-ით ვებინარის დღეს.

რეგისტრაცია

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია • მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს

განაცხადების მიღების დასრულებამდე დარჩა

💬
WInvest
გამარჯობა,
გთხოვთ დატოვეთ შეკითხვა და პასუხს ელ ფოსტით მოგწერთ უმოკლეს დროში.
✅ მადლობა! მალე დაგიბრუნდებით (ელ. ფოსტით)
×